კონტრიერიშისთვის ჩვენ კიდევ გვჭირდება დრო, თუმცა არც ისე დიდი. მალე მზად ვიქნებით. არ მინდა დრო დავასახელო. საიდუმლო მეგობრებისგან არ გვაქვს, მხოლოდ ჩვენი მეზობლებისგან. აქ [ბრიტანეთში] მხოლოდ დახმარების მისაღებად არ ჩამოვედი. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო თქვენს ხალხს.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკთან შეხვედრისას.
დღეს ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტი პარიზში, ბერლინსა და რომში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის ლიდერებთან გამართა შეხვედრები.