ზელენსკი დონეცკში ჩავიდა და ბახმუტის მცველები დააჯილდოვა

ზელენსკი დონეცკში ჩავიდა და ბახმუტის მცველები დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში ფრონტის ხაზს ეწვია და ბახმუტის მცველები დააჯილდოვა. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამუშაო ვიზიტის დროს ზელენსკიმ ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციები მოინახულა.

"პატივი მაქვს მაქვს დღეს აქ ვიმყოფებოდე, ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთით, დონბასში, და დავაჯილდოო ჩვენი გმირები, მადლიერება გამოვხატო და ხელი ჩამოვართვა" - თქვა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

უკვე რამდენიმე თვეა ბახმუტში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. რუსეთის მუდმივი თავდასხმის მიუხედავად უკრაინელები პოზიციების დაცვას ახერხებენ.