დღეს უკრაინისა და მთელი ევროპის ისტორიამ სწორი ნაბიჯი გადადგა - ევროკომისიამ უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას რეკომენდაცია გაუწია.
ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში უნდა იყოს. უკრაინელები ამას იმსახურებენ ევროპული ფასეულობების დაცვით და იმითაც, რომ სრულმასშტაბიანი ომის დროსაც კი, ჩვენ ვასრულებთ სიტყვას სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებით. ყველა აუცილებელ გადაწყვეტილებას ვიღებთ. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება! დიდება უკრაინას!
წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.