ზელენსკი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა

ზელენსკი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორები ადასტურებენ, რომ 16 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტი პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა.

ზელენსკისთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი, კლაუს შვაბიც.

ამასთან, უკრაინის მშვიდობის ფორმულის ფარგლებში, 14 იანვარს, დავოსში ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე შეხვედრა გაიმართება.