ჩვენი მეომრები სამხრეთში და აღმოსავლეთში აქტიურად ანადგურებენ მტერს. ფიზიკურად ასუფთავებენ უკრაინას. ეს გაგრძელდება მომავალშიც. ტერორისგან დაცვა ნიშნავს ტერორისტების განადგურებას და ეს არის გარანტი იმისა, რომ ბოროტ სახელმწიფოს აღარასოდეს ექნება შესაძლებლობა, ბოროტება მოუტანოს უკრაინას. პირველი შეხვედრები უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში ლონდონში უკვე დაიწყო. ჩვენ ამ საქმეს ვუძღვებით ისე, რომ ჩვენი რეკონსტრუქცია, ჩვენი აღდგენა იყოს არა მხოლო სამშენებლო პროექტები, არამედ დაცვის გლობალური პროექტიც. აღდგენილი უკრაინა, გარდაქმნილი უკრაინა, გაძლიერებული უკრაინა არის უსაფრთხოების გარანტია. დაცვა რუსული ტერორის ნებიესმიერი ფორმისგან და რუსული აგრესიის ყოველგვარი განმეორებისგან.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.