მადლობელი ვარ ყველა ლიდერის და ქვეყნის, ვინც გვეხმარება რუსეთის ტერორთან ბრძოლაში და სიცოცხლის დაცვაში. ყველა ქვეყანა და ყველა ადამიანი ევროპის მასშტაბით, ვინც მხარს უჭერს ჩვენს სოლიდარობის ხაზს, საკუთარი ქმედებით ამტკიცებს, რომ რუსეთი წარმატებას ვეღარ მიაღწევს ხალხის განადგურებაში - როგორც ეს 20-ე საუკუნეში გააკეთა.
ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ჩვენ არ ვიცავთ ჩვენს თავისუფალ ევროპულ ცხოვრების წესს, არ ვიცავთ უკრაინას და მთელ ევროპას რუსული აგრესიისგან, ჩვენ ვიცავთ კაცობრიობას, ვეხმარებით მსოფლიოს, რომ არ გაებას იმ მახეში, რომლის შექმნასაც რუსული სახელმწიფო ცდილობს.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.