აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხუთშაბათს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის უმასპინძლებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ისაუბრა.
"პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელის, მოისმინოს პრეზიდენტ ზელენსკის პერსპექტივა სხვადასხვა საკითხზე და მსოფლიოსა და ამერიკელი ხალხის წინაშე კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ის საკუთარ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას იცავს", - განაცხადა სალივანმა.
მისივე თქმით, ახლა კრიტიკული მომენტია, რადგან რუსეთი უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის ფონზე, უიმედოდ ცდილობს სხვა ქვეყნებისგან დახმარების მიღებას. შეხვედრა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის საკითხზე კონგრესში არსებული აზრთასხვადასხვაობის ფონზე იმართება.
პრეზიდენტები ერთმანეთს ბოლოს ივლისში ვილნიუსში NATO-ს სამიტზე შეხვდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკის წინა ვიზიტი კი აშშ-ში გასული წლის დეკემბერში იყო.