პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინა NATO-ში მიიწვიოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაწევრიანება ომის დასრულებამდე არ მოხდება.
"ის მხარს უჭერს ჩვენს მომავალს NATO-ში", - თქვა ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუს დროს და დაამატა, რომ მიწვევა ახლა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის დიდი მოტივატორი იქნება.
ზელენსკის თქმით, სწორედ აშშ-ის ლიდერია ის ადამიანი, ვისაც შეუძლია და უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება:
"ჩვენ ყველაფერი გვესმის. მაგრამ ეს სიგნალი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს დამოკიდებულია ბაიდენის გადაწყვეტილებაზე".
11-12 ივლისს ვილნიუსი NATO-ს სამიტს უმასპინძლებს, სადაც ალიანსის ქვეყნები განიხილავენ, თუ როგორ შეუძლიათ მომავალში უკრაინის უსაფრთხოების გარანტია.