TI: სტრასბურგის სასამართლომ ოცნების რეპრესიული კანონების წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა

TI: სტრასბურგის სასამართლომ ოცნების რეპრესიული კანონების წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირა საჩივარი "ქართული ოცნების" მიერ მიღებული ე.წ. ფარას და სხვა რეპრესიული კანონების შესახებ.

საჩივარში ნახსენებია, რომ აღნიშნული კანონმდებლობის მიზანი, არა მათი აღსრულება არამედ განსხვავებული აზრის ჩახშობა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეჩერებაა.

"სტრასბურგის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა საჩივარი „ქართული ოცნების“ მიერ ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის შესაზღუდად ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონების, მათ შორის ივანიშვილის „ფარას" წინააღმდეგ.

საჩივარი შეეხება როგორც რეპრესიულ კანონმდებლობას, ასევე ამ კანონების საფუძველზე დაწყებულ კონკრეტულ ქმედებებს - კერძოდ, ზოგიერთი მოსარჩელის მიმართ ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან დაწყებულ მოკვლევას. ჩვენ ვდაობთ, რომ ხელისუფლების მიზანი არის არა კანონების აღსრულება, არამედ განსხვავებული აზრის ჩახშობა და ჩვენი საქმიანობის შეჩერება, რომ ვეღარ შევძლოთ ადამიანების დახმარება. ეს კანონები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, სამართლიანი სასამართლოსა და სხვა უფლებებს.

სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“, „კანონის უზენაესობის ცენტრმა“, „პუბლიკამ“, „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ“ და "სამოქალაქო მოძრაობამ თავისუფლებისათვის” ერთობლივად მიმართეს", - წერია განცხადებაში.