მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევთ სიტუაციას ფრონტის ხაზზე. იმ სასტიკ ბრძოლებს, რომლებიც ყოველდღიურად გვართმევს ადამიანების სიცოცხლეს და ითხოვს ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების მუდმივ მობილიზებას. არასწორი და უსამართლოა, როცა ფრონტის ხაზიდან დაბრუნებულ ჩვენს სამხედროებს აქვთ შეგრძნება, თითქოს ბევრისთვის აქ ომი დამთავრებულია. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომი გრძელდება და ჩვენს მებრძოლებს მხარი უნდა დავუჭიროთ.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.