უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახლა უკრაინა უფრო ძლიერია, ვიდრე ერთი წლის წინ.
ზელენსკის თქმით, უკრაინას შეუძლია რუსეთის შემოჭრის მოგერიება და ახლა უკრაინელი დამცველები კონტრშეტევისთვის ემზადებიან.
"ჩვენი არმია ემზადება და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის გაძლიერდეს. ვერ ვიტყვი, რომ კარგი სიტუაციაა, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით. ახლა ჩვენ უფრო ძლიერი ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ. სიმართლე ის არის, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და ეს ყველასთვის გასაგებია", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
გუშინ, უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, 9 მაისს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელოს.