ზელენსკი: ახლა ამოცანა ევროპასა და აშშ-ს შორის ერთიანობის შენარჩუნებაა

ზელენსკი: ახლა ამოცანა ევროპასა და აშშ-ს შორის ერთიანობის შენარჩუნებაა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლა ამოცანა ევროპასა და აშშ-ს შორის ერთიანობის შენარჩუნებაა, რადგან თუ ამერიკული პოლიტიკა შეიცვლება, მაშინ ეს ევროპაში ერთიანობის სიმტკიცეზე აისახება.

"ახლა ამოცანა ევროპასა და აშშ-ს შორის ერთიანობის შენარჩუნებაა, რადგან თუ ამერიკული პოლიტიკა შეიცვლება, მაშინ ევროპაში ერთიანობის სიმტკიცეც შეიცვლება. ექნება თუ არა ამას გავლენა დახმარების გაზრდაზე? არა, ეს მხოლოდ მის შემცირებაზე იმოქმედებს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სექტემბერში გამართული შეხვედრაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მასთან საუბარი "ძალიან კარგი" და დამაიმედებილი იყო.

"მან თქვა, რომ ომის დასრულება სურს, მაგრამ ასევე, მას დახმარება სურს. ის უკრაინას უჭერს მხარს. ის ჩვენს სიძლიერეს, ერთიანობასა და სიმამაცეს აფასებს. ჩვენს საუბრებში აქამდე არსებული ატმოსფერო კარგი იყო, ვნახოთ შემდგომ რა იქნება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.