უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადებისკენ მოუწოდებს.
ამასთან, ზელენსკი ამბობს, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების გადაწყვეტილება დახმარებასთან დაკავშირებით.
"ყველა რუსული აქტივი, რომელიც ტერორისტულ სახელმწიფოს ან მასთან ასოცირებულ პირებს ეკუთვნით, უნდა იყოს გამოყენებული რუსული აგრესიისგან დასაცავად. ისინი კონფისკაციას უნდა ექვემდებარებოდეს.
ყველაფერს ვაკეთებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში მიიღონ, რა თქმა უნდა, სანქციებიც. ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტია საჭირო და ჩვენ მას ვამზადებთ. ასევე, ვამზადებთ ნაბიჯებს, რომ შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობა, გვერდი აუაროს სანქციებს", - ამბობს ზელენსკი.