უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინულმა არმიამ 700 კმ-ის დაშორებით მდებარე სამიზნე უკრაინული წარმოების იარაღით გაანადგურა.
"მოვისმინე მთავარსარდლის მოხსენება ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ. თავდაცვითი და შეტევითი მოქმედებები, ჩვენი წინსვლა არ ჩერდება. ჩვენმა არმიამ 700 კილომეტრის დაშორებით მდებარე სამიზნე უკრაინული წარმოების იარაღით გაანადგურა", - თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია ადგილი, თუმცა ასეთი მანძილით უკრაინიდან ქალაქი ფსკოვიაა დაშორებული, სადაც გუშინ რუსებმა რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი დრონების შეტევის შედეგად დაკარგეს.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ცნობით, უკრაინა წარმატებით მიიწევს წინ ზაპოროჟიესა და ბახმუტის მიმართულებით. გენერალურ შტაბში კი აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროები დაკავებულ პოზიციებს საზღვრავენ და ამაგრებენ.