ზავრადაშვილი პაპუაშვილს: ამაყი ვარ, რომ პარლამენტში თქვენი თავმჯდომარეობისას ვსაქმიანობ

ბატონო შალვა, ძალიან დიდი მადლობა მოხსენებისთვის, რაც თქვენ დღეს წარადგინეთ. მე ამაყი ვარ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში მომიწია საქმიანობა თქვენი თავმჯდომარეობის განმავლობაში, რადგან თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც არამარტო წარმატებული ნაბიჯების გადადგმა შეუძლია ქვეყნის სასიკეთოდ, არამედ ურთიერთობები შეუძლია ისეთი ჰქონდეს თავის კოლეგებთან, რომელიც სამაგალითო შეიძლება გახდეს.

ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელმაც დღეს საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიში წარადგინა.