ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ სენატში, როგორც ევროპარლამენტში, წინა ხელისუფლების მეგობრები არიან. ამით ის აკრიტიკებს სენატში განხილულ საკითხს, რომ საქართველო შესაძლოა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს თავიდან ირიდებს.
"ახალ ისევ ახალი სცენარით დაიწყეს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, სადაც სჯერათ ეს, იქ წაიღეთ. სენატში ისევე, როგორც ევროპარლამენტში, ამათი, ამ რეჟიმის მოკავშირეები [არიან]... არაერთი გვარი ჩამოგითვალოთ? მაგალითად ქალბატონი შაჰინი, მოკავშირეა რეჟიმის, ის არასდროს არ ყოფილა საქართველოს მეგობარი. მასავით არის უამრავი ადამიანი, რომლებიც სააკაშვილის მეგობრები არიან, რეჟიმის მეგობრები და არა საქართველოსი. ჩვენი ქვეყნის მეგობრები რომ იყვნენ გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ ბოდიში იმ ცილისწამებისთვის და ვულოცავთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაწინაურებას. ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა ეს გააკეთეს", - ამბობს ზარქუა.
27 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტმა რუსეთის მიერ ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვებისთვის თავიდან არიდების საკითხებზე იმსჯელა.
სენატორების განცხადებით, აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ჩავარდა. როგორც ისინი ამბობენ, ეს ნაწილობრივ რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვებისთვის თავის არიდების შესაძლებლობითაა განპირობებული, ხოლო მეორე მხრივ, ამის მიზეზი სანქციებთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაციის არარეალური მოლოდინების შედეგია.
სენატორის, რონ ჯონსონის თქმით, ბოლო კვლევით გამოჩნდა, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკაში ბევრი დასავლური კომპონენტია. მან დაასახელა რამდენიმე არასანქცირებული ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რომლებიც, წინასწარი ინფორმაციით, აშშ-დან სამხედრო კომპონენტების იმპორტს ლეგალურად ახდენენ, შემდეგ კი პირდაპირ ან ირიბად ის რუსეთში გააქვთ.