ფეოლა თუ რა ჰქვია იმას, ფონ კრამონი რომ დარბის ხოლმე აქ, მიტინგებზე, ასეთი მოუწყოს თავის ქვეყანაში, მოლოტოვის კოქტეილი ისროლოს და მერე, მხარდაჭერას ვუცხადებო... ამას ჰგონია იმაში მოხვდა, რომელიღაც იმაში... ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, უძველესი ცივილიზაციის კულტურის, ტრადიციების, აკადემიური საზოგადოებით და ამ ტონალობაში საუბარი, ძალიან შეეშალა ქალბატონ კრამონს და იმედია, ამას გაიაზრებს და ბოდიშს მოიხდის... ჩემთვის ქალბატონი კრამონი, კუბილიუსა და კიდევ რამდენიმე, არასდროს არ ყოფილან პოლიტიკოსები და არც იქნებიან, ისინი არიან ჩვეულებრივი ფასიანი ლობისტები.
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.
პირველ აპრილს მთავრობის კანცელარიასთან 7-9 მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. აქციაზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მივიდა და დაკავებულ აქტივისტს სოლიდარობა გამოუცხადა.