ზარქუა: ესე იგი, ქართული ეკლესიის შეურაცხყოფა მისაღებია და ამაზე ჩუმად უნდა ვიყოთ?

ცოტა გაოცებული ვარ, მაგალითად, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების დამოკიდებულებით, მათ შორის საელჩოები. მოდი, პირდაპირ ვთქვათ. ეს რომელიმე სხვა კონფესიაზე ან რელიგიური მიმართულებების წინააღმდეგ განხორციელებულიყო საქართველოში, დარწმუნებული ვარ, რიგი იქნებოდა განცხადებების, როგორც საელჩოებისგან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. ესეიგი ქართული ეკლესიის შეურაცხყოფა მისაღებია და ამაზე ჩუმად უნდა ვიყოთ? გაუგებარია ჩემთვის.

განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

20 იანვარს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოვლაბის წევრს, გიორგი კანდელაკს, ასევე, ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელს, ბექა მინდიაშვილს დაესხა თავს და ისინი "საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმაში" დაადანაშაულა.