18 ოქტომბრის ღამეს ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანია დაიღუპა.
დაშავებულია 4 ადამიანი, ხოლო 3 დაკარგულად ითვლება. ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება. დაზიანდა ქალაქის ცენტრში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი.
ზაპოროჟიეს რეგიონული-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს ცნობით, შენობის ევაკუაცია განხორციელდა და მოსახლეობა შედარებით უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.