ვუჩიჩი და ფიცო მოსკოვში იმყოფებიან

ვუჩიჩი და ფიცო მოსკოვში იმყოფებიან

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდ ვუჩიჩი და სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო მოსკოვში იმყოფებიან.

გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ისინი კრემლის ფონზე ჩანან.

ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო მათ რუსეთში გრძელი გზით ჩასვლა მოუწიათ.

მედიის თანახმად, ფიცომ რუსეთში მოსახვედრად უნგრეთის, რუმინეთისა და საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა.

ისინი მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრებიან.