არც ერთი მისი [სალომე ზურაბიშვილის] განცხადება, საქართველოს ინტერესებისთვის არ ყოფილა მისაღები. განცხადებები იყო გაკეთებული პარლამენტის ტრიბუნიდანაც ძალიან აშკარად, მკაფიოდ და არაერთხელ სხვა განცხადებებში. ეს ჩემი აზრია, მაგრამ რეალურად მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის რა საუბარია ამ თემასთან დაკავშირებით, მე არ მაქვს ინფორმაცია.
ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი. პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობას ნებართვა ისევ არ გაუცია.