პოლიტიკური თემაა, მით უმეტეს, როდესაც პრეზიდენტს ეხება, მთავრობას ეხება და პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას ეხება, მაგრამ არის ამავე დროს, წმინდა სამართლებრივი საკითხი. საკონსტიტუციო სასამართლოც, ვფიქრობ, სწორად დაადგენს, რომ პრეზიდენტი მნიშვნელოვნად ასცდა იმ ფუნქციას, რომელიც მას აკისრია ამ კონსტიტუციით და რასაკვირველია, კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი დარღვეულია.
რეალურად, მოგვიწოდებენ იმისკენ, რომ კონსტიტუცია გვერდზე გადავდოთ და საერთოდ, კანონების გვერდზე გადადებამ რა შედეგი მოუტანა საქართველოს თავისი დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე, კარგად დავინახეთ. ამას აქვს პოლიტიკური შემადგენელიც, რასაკვირველია. არ შეიძლება ადამიანი წუხდეს და ზრუნავდეს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, როცა აშკარად ღიად გამოდის ამ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დარღვევით კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი. რამდენიმე დღის წინ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის განცხადების პროცედურის დაწყება დააანონსა.