ვოლსკი: ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებს მონაწილეობას

ვიოლა ფონ კრამონი თავისი ამ სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით ყველაფერს ამას ხაზს უსვამს, იგი ჩამოვიდა, რათა დისკრედიტაცია მოახდინოს დასავლური პოლიტიკის, რაზედაც სალომე ზურაბიშვილი ასეთ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა და ყველაფერი უკვე ნათელი გახდა.

ფაქტობრივად, ეს არის სტრატეგია, რომელიც აქციებიდან უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებაში და სამოქალაქო ისეთი სახის დაპირისპირებაში, რომელიც აუცილებლად დაკავშირებულია სისხლთან, ადამიანურ მსხვერპლთან. ფონ კრამონი არის ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ამას მხარს უჭერს.

საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს ფონ კრამონი და ასევე, ის ადამიანები, ვინ ევროპარლამენტში იმ რეზოლუციის შემქმნელები და ლობისტები არიან, რომელიც ასევე საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული.

აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი. ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია - გუშინ ის მთავრობის ადმინისტრაციასთან მარტის აქციების დროს დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა.