ვოლოდიმირ ზელენსკი: ვულოცავ მაია სანდუს, მოლდოველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს

ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. უკრაინა მხარს უჭერს მოლდოველი ხალხის ევროპულ არჩევანს და მზად არის, რომ ერთად იმუშაოს ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად.

მოლდოველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს - მათ აირჩიეს ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობის გზა. მხოლოდ ჭეშმარიტ უსაფრთხოებასა და მშვიდობიან, გაერთიანებულ ევროპას შეუძლია უზრუნველყოს თითოეული ადამიანისა და ყველა ოჯახის ნდობა, რათა შეხვდეს ხვალინდელ დღეს იმედითა და რწმენით.

წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე და მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუ ლიდერობს. ამ დროისთვის დათვლილია ხმების 98%-ზე მეტი.