უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგიას დაუგეგმავი ვიზიტით ეწვია. ის დღეს NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად პრესის წინაშე წარდგება.
ცნობილია, რომ დღეს, ე.წ. რამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ასევე იგეგმება შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტი ზელენსკი პრესის წინაშე ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად წარდგება.-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა და უკრაინა-NATO-ს საბჭოს სხდომის გამართვა.
ძირითად განხილვის საკითხად უკრაინისა და NATO-ს ურთიერთობების გაძლიერება და მოახლოებული ზამთრის პირობებში უკრაინის მხარდაჭერა მოიაზრება.
გარდა ომის საკითხებისა, მინისტრები ასევე განიხილავენ წყალქვეშა გაზსადენისა და სატელეკომუნიკაციო კაბელის დაზიანებას, რომელიც აკავშირებს ნატოს წევრებს ფინეთსა და ესტონეთს, იტყობინება სამშაბათს.
ვოლოდიმერ ზელენსკი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ბრიუსელს მეორედ ეწვია. მისი წინა ვიზიტი 2023 წლის თებერვალში იყო.