ვოლკერი ნავალნის სიკვდილზე: გვახსენებს, რომ ეს არის პუტინის რეჟიმის ბუნება რუსეთში

პუტინი ცდილობდა ნავალნის მოკვლას დიდი ხნის განმავლობაში. ნოვიჩოკით მოწამლა, ციხეში ჩასვა როგორც კი გერმანიიდან დაბრუნდა და განსაკუთრებით მძიმე პირობებში ამყოფებდა.

ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ეს არის პუტინის რეჟიმის ბუნება რუსეთში, რაც არის განსაკუთრებით ბრუტალური.[...]

ვფიქრობ, რომ პუტინის რეჟიმი ვერ დარჩება სამუდამოდ ხელისუფლებაში პუტინის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ასევე ბოლო წლებში რუსეთის დასუსტებით გათვალისწინებით. ელიტებმა იციან, რომ მათი შესაძლებლობები რუსეთში სანქციებიდან გამომდინარე შეზღუდულია. სიტუაცია ისეთი არ დარჩება, როგორიც არის. არ ვიცი ნავალნაიას ოპოზიციის ლიდერობა გამოიწვევს თუ არა ცვლილებებს, მაგრამ სიტუაცია შეიცვლება.

თქვა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა NATO-ში, კურტ ვოლკერმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.