
უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს რუსეთის პენზის ოლქში მდებარე ელექტრონიკის ქარხანაზე, რომელიც „როსტეხის“ კორპორაციაში შედის.
სამიზნე გახდა ადგილობრივი "რადიოზავოდი" — საწარმო, რომელიც აწარმოებს ავტომატურ საბრძოლო მართვის სისტემებს რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის, არტილერიისა და მობილური სამეთაურო პუნქტებისთვის, ჯავშანტექნიკასა და თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემებზე დაყრდნობით.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ქარხნის ახალი საწარმოო კომპლექსი და სათავსოები, სადაც სხვადასხვა კომპონენტი ინახებოდა.
დრონების თავდასხმისას ადგილზე სულ მცირე 11 ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. დაზიანებების მოცულობა ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ ქარხანა უკვე წლებია საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება, რადგან ის რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ემსახურება.