ვოლკერ თურქი: მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს კარა-მურზა

კარა-მურზა გაასამართლეს ბრალდებებით, რომელიც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია აზრის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების ლეგიტიმურ განხორციელებასთან, მათ შორის უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის საჯარო კრიტიკის ჩათვლით.

არავის არ უნდა ჩამოერთვას თავისუფლება ადამიანის უფლებებით სარგებლობის გამო და მოვუწოდებ რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს იგი. სანამ ის პატიმრობაშია, მას ჰუმანურობითა და ღირსების პატივისცემით უნდა მოეპყრონ.

აცხადებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი.

რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, კრემლის კრიტიკოსს ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის კრიტიკას უკავშირდება