ვითარება ყარაბაღში - სომხეთს თავი 57 ათასმა ადამიანმა შეაფარა

ვითარება ყარაბაღში - სომხეთს თავი 57 ათასმა ადამიანმა შეაფარა

აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ლიდერების დაკავება დაიწყო. მესაზღვრეებმა ჯერ რუბენ ვარდანიანი დააკავეს, ეროვნებით სომეხი რუსი მილიარდერი, რომელსაც ყარაბაღში ეგრეთ წოდებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი ეკავა. მის შემდეგ დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი ვიტალი ბალასანიანიც აიყვანეს.