შეცვლის თუ არა შოთაძეს გენერალური პროკურორის პოსტზე მისივე მოადგილე. ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, შესაძლოა, ეს გიორგი გაბიტაშვილი იყოს, კადრი შიგნიდან. სხვა ვერსიებად განიხილება მდინარაძე და ოხანაშვილი. საპროკურორო საბჭოში პროცესი დაწყებულია, მაგრამ პრეტენდენტების წარდგენის შესახებ ამ დრომდე უცნობია. მიუხედავად ამისა, ოცნებას დღეს მედიასთან არ დაუმალავს, რომ არსებობს კანდიდატი. ხელისუფლება ამით ადასტურებს, რომ შერჩევის პროცესი ფორმალობაა და ოლიგარქის პარტიას გენერალური პროკურორის ბედი უკვე გადაწყვეტილი აქვს.