უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა. მრავალ წლის განმავლობაში ეს მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში.
როგორც გამოცემა ევროპეისკაია პრავდა წერს, პრემიერის კორტეჟი უნგრეთის საელჩოსთან მივიდა.
"მოლაპარაკებების ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის მშვიდობის დამყარების შანსი", - განუცხადა ორბანის პრესხელმძღვანელმა ბერტალან ჰავასიმ Reuters-ს.
უნგრეთის პრემიერმინისტრი დასავლელ ლიდერებს შორის რუსეთის რეზიდენტის ახლო მოკავშირედ მიიჩნევა. მას არაერთხელ გაუკრიტიკებია ან შეუფერხებია უკრაინისადმი სამხედრო დახმარება.
ორბანი კიევს ეწვევია მეორე დღეს მას შემდეგ, რაც უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარე გახდა.
ორბანი არ ყოფილა უკრაინაში არც პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და არც მისი წინამორბედის, პეტრო პოროშენკოს დროს. ორბანი ბოლოს კიევს 2012 წელს ეწვია, მაშინდელ პრეზიდენტ იანუკოვიჩთან შეხვედრისთვის.