
ჯო უილსონისნაირი მექრთამეებისგან არაფერს არ ველოდები. [...] მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არის ჩვენი ქართველი ხალხი. ჯო უილსონს ვეტყოდი, რომ თავის ქვეყანას და თავის საქმეს მიხედოს. სხვის ქვეყანაში ამ დოზით ჩარევა, მოგწონთ? ვერ ამოვხსენი [რატომ ვარ დასასანქცირებელთა სიაში]. [...] დამოუკიდებელ ქვეყანაში პარლამენტის წევრმა კანონს მხარი დავუჭირე, ამისთვის დამასანქცირონ, ეგ არის დემოკრატია? ეგ არის უილსონისებური დემოკრატია, ალბათ.
ამბობს ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი და პროპაგანდისტული PosTV-ის მფლობელი ვიქტორ ჯაფარიძე ფორმულასთან საუბარში.
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე აქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის "მაცოცხლებელთა" სიას, რომლებიც, სავარაუდოდ, MEGOBARI Act-ით განსაზღვრული სანქციების სამიზნე გახდებიან, მისი საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ.