ვენსი: აშშ-ის შეუძლია უკრაინაში ჯარების გაგზავნა, თუ რუსეთი კიევთან მშვიდობას არ ეძებს

ვენსი: აშშ-ის შეუძლია უკრაინაში ჯარების გაგზავნა, თუ რუსეთი კიევთან მშვიდობას არ ეძებს

ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ჯარი გაგზავნოს უკრაინაში და რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კეთილსინდისიერად არ წამოვა მოალაპარაკებებზე სამშვიდობო შეთანხმებისთვის.

გამოცემა Wall Street Journal-თან საუბრისას ვენსმა თქვა, რომ უკრაინაში აშშ-ის ჯარების გაგზავნის ვარიანტი "მაგიდაზეა", ისევე როგორც ეკონომიკური სასჯელი, თუ სამშვიდობო შეთანხმება არ უზრუნველყოფს კიევის გრძელვადიან დამოუკიდებლობას.

"არსებობს ზეწოლის ეკონომიკური ბერკეტები, ასევე ზეწოლის სამხედრო ბერკეტები,- განაცხადა ვენსმა.