ვენეციის კომისიამ დაადასტურა საფრთხეები, რის გამოც ოცნებას ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება აკრიტიკებდა. დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი დაწუნებულია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამ რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს. ოცნება ამ კანონპროექტს, ამ თვეში, სამივე მოსმენით მიიღებს. ივანიშვილის პარტიამ ულტიმატუმი დააყენა, დასავლელ პარტნიორებს მოსთხოვა, 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი - დეოლიგარქიზაციის პუნქტი ამოიღოს.