ვაზისუბანში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ვაზისუბანში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ვაზისუბანში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში უთხრეს, დაშავებულები ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.