ვაზიანი-გომბორი-თელავის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ35-კმ60 (სოფ. თეთრიწყლები-თელავის შესასვლელი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 დეკემბერს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება.