ვაშაძე საპატიმროდან წერილში წერს ხედვაზე, თუ როგორ შეუძლია ოპოზიციას გამარჯვება

ვაშაძე საპატიმროდან წერილში წერს ხედვაზე, თუ როგორ შეუძლია ოპოზიციას გამარჯვება

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე საპატიმროდან წერილს აქვეყნებს, რომელშიც წერს თავის ხედვაზე, თუ როგორ შეუძლია ოპოზიციას გამარჯვების მიღწევა.

გიორგი ვაშაძე ვრცელ წერილში ერთიანობის მნიშვნელობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ გამარჯვებას გაერთიანება დააჩქარებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, პროტესტის გააქტიურობას, პარტნიორების ქმედებების დაჩქარებას, ქართული ოცნების ჩამოშლას, გამარჯვების დაჩქარებას - გაერთიანება, ძლიერი ალტერნატივის და წინააღმდეგობის დანახვა სჭირდება.

მისი შეთავაზებაა, რომ პროდასავლურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა გაერთიანება მოახდინონ პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებულ ფორმატში, რომელიც ერთიანი სახელით იმუქრმედებს, რაც " მკაფიოდ აჩვენებს საზოგადოებას რომ არსებობს არა დაქსაქსული და ერთმანეთთან დაპირისპირებული, არამედ ერთიანი, ძლიერი გრავიტაციის ცენტრი, ამასთან, ყველა ჯგუფი ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას".

გიორგი ვაშაძის თანახმად, ერთიანობისთვის აუცილებელია:

1. მიზანი, რის გარშემოც ერთიანდებიან;

2. ამოცანები - მიზნის მისაღწევად;

3. პრინციპები, რაზეც თანხმდებიან;

4. გაერთიანების სტრუქტურა;

5. გადაწყვეტილებების მიღების წესი;

6. ერთიანობის შტაბი - მექანიზმი, რითაც მოახდენენ ამ ერთიანობის რეალიზებას;

7. ფინანსები (ფანდრაიზინგი);

8. ქართული დამოუკიდებელი მედია.