ძალიან რთული იქნება ქართული ოცნებისთვის უცებ მოირგოს მანტია, რომ გუშინ ჩალის ფასი ჰქონდა კანდიდატის სტატუსს, დღეს ძალიან მაგარია. გუშინ არაფრის ფასი ჰქონდა, გუშინ თურმე ომი რომ დაგეწყო, მარტო მაგ შემთხვევაში მოგცემდნენ, დღეს ძალიან მაგარია, რომ მიიღეს. ამიტომ, გულწრფელობა სწორედ ამაში გამოიხატება თავიდან ბოლომდე.
განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.