ვაშაძე: რასაც ღარიბაშვილი აკეთებს, პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა

ღია და დაუფარავი საბოტაჟი ევროინტეგრაციის გზის, საქართველოს პრემიერმინისტრად წოდებული, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან. ნუთუ დარჩა ვინმე კიდევ საზოგადოებაში საქართველოში, ვინც ფიქრობს, რომ ამ ადამიანებს უნდათ, საქართველო შეიყვანონ ევროკავშირში. ეს ხომ პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა, რასაც ახლა ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებს.

საქართველოს ევროკავშირი არ მიატოვებს. დეკემბერში რაც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ხელისუფლებიდან ვუშვებთ ქართულ ოცნებას, ვატარებთ ყველა რეფორმას, რომელიც გვჭირდება საქართველოსთვის, ვხდებით ევროკავშირის წევრი და ჩვენ სანუკვარ მიზანს ვაღწევთ ერთიანობით.

განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ "კანდიდატის სტატუსი ავანსად მიიღეს", ხოლო ქართველებს "უსამართლობა" არ უყვართ.