ეს არის სამშობლოს ღალატი, ოფიციალურად დადასტურებული, ფაქტობრივად, ჩვენი პარტნიორების მხრიდან. თუ გვინდა, რომ არ იყოს ზიანი, ეს კაცი [ფარცხალაძე] უნდა დააკავონ. მის გარშემო მყოფი ყველა პირი და დღევანდელი მთავარი პროკურორი უნდა განარიდონ თანამდებობას. გამოძიება მის წინააღმდეგაც უნდა იყოს, იმიტომ, რომ ის ხელმძღვანელობდა ფარცხალაძის დროს საგამოძიებო მიმართულებას, მისი მოადგილე იყო და შემდგომ ორგზის დანიშნეს პროკურორად. ეს შემთხვევით არ მომხდარა.
განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
14 სექტემბერს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახ.დეპში აღნიშნავენ, რომ FSB იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ.