ქართული ოცნება რუსულ მშვიდობას გვთავაზობს. ჩვენ ხომ ვიცით რა არის რუსული მშვიდობა. 200 წლის განმავლობაში ვნახეთ რა არის რუსული მშვიდობა. 20-იან წლებში ვნახეთ რა არის რუსული მშვიდობა. 37 წელს ნახა ქართველმა ინტელიგენციამ რა არის რუსული მშვიდობა. 91, 92, 93 წლებში ვნახეთ რა არის რუსული მშვიდობა. გაგრაში ვნახეთ რა არის რუსული მშვიდობა. სამაჩაბლოში ვნახეთ რა არის რუსული მშვიდობა, 2008 წელს ვნახეთ რა არის რუსული მშვიდობა. ბუჩაში და უკრაინაში ვნახეთ რა არის რუსული მშვიდობა. და ეს ჩვენ არ გვინდა და ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ: "არა" ასეთ მშვიდობას. ჩვენ გვინდა ნატოსთან და ევროკავშირთან ერთად ის ისტორიული სამართლიანობა, ის მშვიდობა, რომელიც მოუტანს ეკონომიკურ კეთილდღეობას, განვითარებას და წინსვლას საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.