ნებისმიერი კინკლაობა და ურთიერთდაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე, იქნება ეს პარტიის შიგნით თუ პარტიებს შორის, ეს ყველაფერი აზიანებს ჩვენს საერთო ამოცანას. მე არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკოსს სხვა ეროვნული ამოცანა უნდა ჰქონდეს, გარდა რუსული რეჟიმისგან გათავისუფლებისა. რაც მალე გაიაზრებს ამას ნებისმიერი ადამიანი, მით უკეთესი იქნება საერთო დიდი გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. მე იმედი მაქვს, რომ ეს სინათლე მოვა ყველა ადამიანის გონებაში, რომ გაცილებით უფრო პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას, ვიდრე ბევრი ეკიდება დღემდე.
განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.