ვფიქრობ, რომ ჩვენ ისეთივე ერთიანობა უნდა გამოვიჩინოთ ლაზარეს დასაცავად, როგორც იყო რუსულ კანონთან წინააღმდეგობაში იმიტომ, რომ რუსული რეჟიმი უნდა გასამართლდეს და არა ის ადამიანები, ვინც იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ეწინააღმდეგებიან რუსული დიქტატურის დამყარებას საქართველოში.
ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე. ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.