ვაშაძე: ეს არის პირდაპირ თქმა, რომ EU არ იქნება, სამაგიეროდ უვიზო მიმოსვლა იქნება რუსეთთან

ეს უნდა მივიღოთ, როგორც კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ საქართველოს მართავს რუსეთის მიერ მართული რეჟიმი ქართული ოცნების სახით და მათგან უნდა გავთავისუფლდეთ. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეკონომიკურად, სოციალურად მიიბას საქართველოს, იმიტომ, რომ ევრაზიულ კავშირში შეიძლება მარტო ეგ და ბელარუსი დარჩეს, მეტი არავინ არ არის. იქ უნდა, რომ შეათრიოს საქართველო, რომ კავკასია გადაკეტოს. ეს არის პირდაპირ საზოგადოებისთვის თქმა, რომ ევროკავშირი არ იქნება, მაგრამ სამაგიეროდ უვიზო მიმოსვლა იქნება რუსეთთან. საზოგადოებაში კითხვა დავსვათ - ვინმე უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაში რუსეთთან გაცვლის? მე მგონი, არა.

განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ვლადიმერ პუტინის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების დაშვებაზე.