2023 წელს ქართველი ხალხის გამარჯვებამ ქართულ ოცნებაზე აიძულა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში კვლავ გამოჩენილიყო, ის არსად წასულა - შეეშინდა იმ ძალიან სწრაფი ვარდნის ქართული ოცნების მხარდაჭერის, რომელიც ახლა მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ხალხმა ძალა ირწმუნა.
მეორე, რომ ის ცალსახად თავისი პირადი კეთილდღეობისთვის და პირადი უსაფრთხოებისთვის დაბრუნდა და მესამე, როგორც 2018 წელს გაჩვენეთ ივანიშვილის დამფრთხალი და შეშინებული სახე, ზუსტად ასე, პირობას გაძლევთ, 2024 წლის 26 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე ნახავთ ატირებულ ივანიშვილს.
ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში "დაბრუნებასთან" დაკავშირებით.
დღეს ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი პარტიის ყრილობაზე საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.