ვარშავასთან ახლოს პატარა თვითმფრინავი ანგარს დაეჯახა, დაიღუპა 5 ადამიანი

ვარშავასთან ახლოს პატარა თვითმფრინავი ანგარს დაეჯახა, დაიღუპა 5 ადამიანი

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავასთან ახლოს მდებარე აეროდრომზე პატარა თვითმფრინავი ანგარს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მფრინავი.

პოლიციის ცნობით, ავარიის შედეგად 8 ადამიანიც დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, 13 ადამიანი ანგარში წვიმას აფარებდა თავს.

კატასტროფის სავარაუდო მიზეზი უამინდობაა. მაშველები ამბობენ, რომ თვითმფრინავის ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა

სოფელი ხრცინო ვარშავიდან 47 კილომეტრში მდებარეობს.