"ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები" - პრეზიდენტი ჯორჯია მელონს ესაუბრა

"ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები" - პრეზიდენტი ჯორჯია მელონს ესაუბრა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის ესაუბრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი X-ზე წერს.

"შესანიშნავი საუბარი მქონდა პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონისთან. ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები. მადლობა გადავუხადე მას ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, იტალიის მიერ მხარდაჭერილი, ევროკავშირის ძლიერი და გადამწყვეტი ქმედებისთვის. მადლობა იტალია"- წერს ზურაბიშვილი