ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევისთვის ერთი ადამიანი დააჯარიმეს. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლით.
სამართალდარღვევა 1 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
კაცი, რომელმაც დროშა ჩამოხია, ძალადობრივი და პრორუსული ალტ-ინფოს წევრია. მან ჩამოხევის ვიდეო Facebook-ზე დადო, მოგვიანებით კი წაშალა. ვაკის პარკის ადმინისტრაციამ უკრაინის დროშა უკან დააბრუნა.