ვაიმარის სამკუთხედის მკაფიო პოზიცია

ვაიმარის სამკუთხედის მკაფიო პოზიცია

ივანიშვილის არსებული პოლიტიკის პირობებში საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ექნება. ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები მხარს არ დაუჭერენ მოლაპარაკებების გახსნას. ესაა მაკრონის, შოლცისა და დონალდ ტუსკის მკაფიო პოზიცია.

დასავლელი პარტნიორები ყურადრებით და დიდი მოლოდინით აკვირდებოდნენ 26 ოქტომბერს, რომელმაც საქართველოს მდგომარეობა უკიდურესად გააუარესა. ანტიდემოკრატიულ კანონმდებლობას ახლა დაემატა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც დასავლეთს არ უღიარებია.