ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, შენობა ან მისი ფასადი ჩამოინგრა

ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, შენობა ან მისი ფასადი ჩამოინგრა

თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, შენობა, ან მისი ფასადი ჩამოინგრა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს სისხლის ლაქებიც და სავარაუდოდ ადამიანის სხეულიც.

სადგურის მოედანზე ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა. "ფორმულას" რეპორტიორი, სულ მცირე, ერთი ადამიანის გარდაცვალებაზე იტყობინება.

"ფორმულა" ცდილობს სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაციის გარკვევას.